Monday, November 28, 2016

ყოველი ჩემი ახალი დღე და ჩემი ახალგაზრდობა სიხარულით და მზიანი დილით იწყებოდა, ყველაფერს ლაზათი და შნო გადაკრავდა .. აბსოლიტურად ლამაზი იყო ჩემს ახლომახლოს ყველაფერი, შეიძლება არც ყოფილიყო ასე მაგრამ მე ასე მეჩვენებოდა..
ყოველ დილით სამსახურში მიმეჩქარებოდა, ნახევრად მძინარე ტრანსპორტის ლოდინის ფიქრში ვიფხიზლებდი და ერთ–ერთ გადახურულ მოსაცდელს ვაფარებდი თავს . . რატომღაც იმ დღეს დაიგვიანა ტრანსპორტმა და სამსახურშიც კარგა გვარიანად დავაგვიანე ..
უეცრად თვალი მივაპყერი ღრმა მოხუცს, რომელსაც გადაღლილი ჩასძინებოდა, მივუახლოვდი ახლოს და გადავწყვიტე მასთან ერთად ჩამოვმჯდარიყავი ..
მე ძაან მიყვარს ხანში შესული მოხუცები მათი საუბრები და ვიფიქრე ეს დღე მაინც დაიკარგა და მასთან ერთად გავატარებ რამოდენიმე წუთს მეთქი .. მოვკალათდი მასთან ერთად სკამზე და მოფხიზლებულმა მოხუცმა ცოტა შეშინებული ადგილი გამინთავისუფლა .. ვთხოვე, რომ არ შეწუხებულიყო რადგან მე ჩემს პატარა მონაკვეთს მაინც გამოვნახავდი .. ციოდა და ოდნავ ნიავიც უბერავდა, უბის სიღრმიდან ამოვიღე სიგარეტი და გადავწყვიტე გამებოლებინა, ოი საოცრებავ როგორი თვალი გამომაყოლა ამ საწამლავზე და იქვე მივაწოდე .. თვალები უკრთოდა სიხარულისგან, როდესაც ასანთით გაუკიდე მან მისი თბილი დანაოჭებული ხელი შემახო და თითქოს რაღაც პირჯვარივით გადამწერა .. თან შემეკითხა, ბაბუ თქვენ აქაური ხაართ? .. გაღიმებულმა იმავე წამში დავუბრუნე პასუხი დიახ ბაბუ კი აქაური ვარ მეთქი .. რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მოხუცს მთელ სხეულში გააჟრჟოლა თითქოს შეცივდა და უმალ წამოვარდი და ვთხოვე, იქნებ დახმარება ხომ არ გნებავთ არ მოგერიდოთ მეთქი .. მე მისთვის ყველანაირ დახმარებაზე თანახმა ვიყავი..
სიხარულისგან ცრემლიანი დაღლილი თვალები შემომანათა და მორცხვად დაბალ ხმაზე ჩაიღუღუნა, სასიკვდილო ჯერ არა ვარ სასიკვდილო მაშინ ვიყავი რაღაც ამგვარი გავიგე, გვიან გავშიფრე და მივხვდდი თუ რატო უნდა ეთქვა ეს სიტყვები მოხუცს ჩემთვის და ვთხოვე ბიძია ამიხსენით თუ შეიძლება რა ხდება რაშია საქმე მეთქი...
მომიყვა მთელი მისი მართალი გულით მისი ისტორია და თავგადასავალი, როგორ დაეღუპა მეუღლე და როგორ მიატოვა შვილებმა სამუდამოდ ქუჩაში, მშიერი..
თვალები ცრემლებით ევსებოდა, კარგად დავინახე როგორ ამოიღო ჯიბიდან რაღაც მოშავო თუ მონაცრისფრო ცხვირსახოცი და როგორი სიმორცხვით იმშრალებდა მარილიან ცრემლებს..
ოხ ღმერთო ჩემო, როგორი ზიზღი ვიგრძენი იმ წუთში ყველა შვილის მიმართ,როგორ მეტკინა გული და წარმოვიდგინე თუ ოდესღაც მსგავსი მეც მელოდებოდა..
გავუწოდე ისევ სიგარეტი რადგან მინდოდა დაწყნარებულიყო ცოტათი მაინც .. უმალ ფილტრი მოაგლიჯა ისე გაუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა .. სევდანარევმა მთელი წუხილით მიამბო თუ როგორ იმყოფებოდა მშიერი ქუჩაში, ღმერთის ანაბარა, მარტო ... თავი დავღუნე და ვთხოვე მორიდებით უკან გამომყოლოდა რაზეც კატეგორიულიი უარი მივიღე, სასადილო იქვე 100 მეტრში იყო, თან მთელი მაღალი ხმით რაღაცნაირად მომახალა, შვილო მე მშიერი ვარ თორემ სინდის–ნამუსი არ დამიკარგავსო, რაზეც სისხლი ჩამექცა და დაუყევი სასადილოს კიბეებზე .. იქ დიდი არაფერი ქონდათ მაგრამ ის კი მოვახერხე, რომ 6 ცალი კატლეტი ორი პური და ერთი ბოთლი ლიმონათი მომეტანა მოხუცისთვის .. როდესაც დამინახა ცრემლიანი თვალები კმაყოფილებისგან გაუბრწყინდა და დაიწყო მორიდებით საჭმლის ჭამა, თან ლიმონათიც გავუხსენი და მივაწოდე .. მთხოვდა რომ მეც მასთან ერთად მეჭამა .. ირგვლივ ხალხი მოძრაობდა და ზოგიერთნი გაფაციცებით გვადევნებდა ღიმილიანი სახით თვალებს .. , მაგრამ მე რატომღაც არ მომწონდა ეს თვალები რაღაცნაირი იყო იციით ცბიერი, ეშმაკური გამოხედვით.. 
საათს დავხედე და დრო კარგად გადასულიყო, მეც საქმე მქონდა და გადავწყვიტე სახლში წამოვსულიყავი .. თან კმაყოფილი ვიყავი რადგან ვფიქრობდი, რომ მე ჩემი გულით მას მადლი გავუკეთე და დავაპურე, ვფიქრობდი რომ დამლოცავდა..
ის დღე რაღაცნაირი იყო, არაფრისმთქმელი, ღრუბლიანი და თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობოდა .. დავემშვიდობე მოხუცს და წამოვედი სახლისკენ..
მეორე დღეც ანალოგიურად განმეორდა, ცოტა ადრე მოვემსახურე და გავუყევი სამსახურის გზას .. ასეთმა შეხვედრებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და ძაან დავუახლოვდით ერთმანეთს, უხაროდა ჩემთან შეხვედრა და სულ მოსაცდელში მელოდებოდა .. მიყვებოდა მის ამბებს ხალისობდა..
ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ რომ მოხუცისთვის ერთი პატარა ოთახი გამოგვეყო, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მივიღეთ, მინდოდა ჩვენთან ეცხოვრა რადგან კარგად მესმის რას ნიშნავს ობლობა, უსიხარულოდ ყოფნა და მარტოობა .. ის რომ ჩვენთან ყოფილიყო მე და ჩემი ოჯახი თავს ბედნიერად კომფორტულად ჩავთვლიდით .. ღმერთის უფლის წინაშე ვიქნებოდით ალალ–მართალი..
გზაში სულ ვფიქრობდი და სინდისის ქენჯვა მკლავდა ნუთუ რომ არ წავსულიყავი შეიძლება დღესაც ცოცხალი მყოლოდა..
როდესაც ერთ კოლოფ სიგარეტს ვჩუქნიდი წამონთებული თვალებით მლოცავდა შვილო, ეს არის ჩემი საჭმელიც და სასმელიო .. ძაან ამაყი და კმაყოფილი ვიყავი როდესაც მე მას მთელი გულით ვემსახურებოდი და ვაპურებდი როგორც შემეძლო..
რადგან სამსახური მქონდა ისეთი მომიწია ათი დღით მივლინებაში წასვლა 
და თან გულთ გავიყოლე მთელი ამ მოხუცის ფიქრი და ჯავრი, ვფიქრობდი ვნახაავ? ოდესმე შევხვდები?... ან შემეძლება კიდე რომ ვაჭამო მეთქიი?...
დავბრუნდი მივლინებიდან და გავეშურე იმ ადგილის სანახავად სადაც მოხუცი ჩემი ბაბუ მეგულებოდა ... არ დამხვდდა, მოვუკიდე სიგარეტს და გადავწყვიტე დავლოდებოდი, იქვე უკვე ხალხი მცნობდა და კარგად ხვდებოდნენ თუ ვის ველოდებოდი..ცოტა დარდისგან და გადაღლილობისგან ჩავთვლიმე და ვიგრძენი ხელის შეხება ვიღაცის თან უაზრო გამომეტყველებით ბოხი კაცური ხმით..
ძმაო, ნუ ელოდებით ის მოხუცი სამი დღეა გარდაიცვალა..
გული შემიღონდა თვალები დამიბნელდა და ხუთი წუთი ცრემლმორეული ვიჯექი სკამზე, ყველაფერი მისი ნაამბობი გამახსენდა, შემდეგ ცოცხალ–მკვდარი წამოვდექი გავიშალე მხრებში და დავუყევი ჩემი სახლის დაღმართს ..
გზაში სულ ვფიქრობდი და სინდისის ქენჯვა მკლავდა ნუთუ რომ არ წავსულიყავი შეიძლება დღესაც ცოცხალი მყოლოდა..
მას მერე ყოველი დღე რაღაცნაირად მგონია რომ მე მას შევხვდები, ვნახავ და მოვიკითხავ, ვხედავ ცარიელ მოსაცდელს სადაც არავინ ზის და გული მიკვდება, მახსენდება მისი ისტორია, მაგრამ მე ის ჯერ–ჯერობით ვერსად მოვლანდე..

No comments:

Post a Comment