Monday, November 28, 2016

შემოდგომდება...
სახურავებზე ორკესტრი უკრავს, 
ენაცვლებიან ერთურთს ჰანგები,
 აცეკვებულან ფოთლები ჩუმად,
 დასველებიათ წვიმით ღაწვები.
დაბერავს ქარი მალულად, ჩუმად,
 დაურღვევს ფოთლებს სიჩუმეს ფერადს
, შეარხევს არეს გარინდულს, უმალ,
 კვლავ აამღერებს ფოთლებთან ერთად.
 ლამაზად, ნელა შემოდგომდება,
 და დაიგება ფერადი ფარჩა,
 ბუნება ძილად გაემზადება,
 გადაიფარებს უთეთრეს საბანს.

No comments:

Post a Comment