მრავალ თანამედროვე მისტიკურ სწავლებას საფუძვლად კაბალა უდევს. საიდუმლო სწავლება - კაბალა - ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე განათლებულ ებრაელთა წრეში გაჩნდა. კაბალა განმსჭვალულია იმ პერიოდის სხვადასხვაგვარი იდეებით, მასში ვპოულობთ მსგავსებას ბუდიზმთან, დაოიზმთან, ელინურ ფილოსოფიასთან, ეგვიპტურ და ქალდეისტურ მაგიებთან.
შემდეგში კაბალა საფუძვლად დაედო უამრავ "საიდუმლო სწავ-ლებას" - პირველი ქრისტიანული ერესებით, გნოსტიციზმითა და გერმატიზმით დაწყებული, შუასაუკუნოვანი ასტროლოგიით, ალქი-მიითა და თანამედროვე მაგიით დამთავრებული - მასონური ეზოთერიზმის გაგების გასაღებიც კაბალისტურ საიდუმლო სწავ-ლებაშია.
კაბალისტები მიიჩნევენ, რომ მოსემ თორაში (მოსეს ხუთწიგნეული) გაუნათლებლებისაგან დაფარა "საიდუმლო ცოდნა" მატერიალური და სულიერი სამყაროების შექმნის, სულიერ სამყაროში შეღწევისა და მოქმედების შესახებ. კაბალა ებრაელების ყველაზე გასაიდუმ-ლოებული სწავლებაა. ის გადაეცემოდა მასწავლებლიდან მოწაფეს მხოლოდ ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ. ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა კაბალასთან, კატეგორიულად ეკრძალებოდა უმნიშ-ვნელო დეტალის გამხელაც კი.
მაგრამ რა ხდება დღეს? "საიდუმლო სწავლება", რომელიც აქამდე ესოდენ გასაიდუმლოებული იყო ებრაელების მიერ, ყველასათვის მისაწვდომი გახდა. კაბალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა "მოქმედების დრო დადგა" - "საიდუმლო სწავლების" ფართო მასებში გავრცელება დააჩქარებს "მესიის" მოსვლას. კაბალა თავიდან ბოლომდე საიდუმლო ნიშნებზეა აგებული, კაბალისტი, სულიერი მოქმედებების შესწავლის დროს შესაბამის მიკროგამოსხივებებს ღებულობს. ეს გამოსხივება, მათი აზრით, განწმენდს და ამზადებს სულს შინაგანი სულიერი ენერგიების მისაღებად, რომელიც სულში სიამოვნების განცდას იწვევს.
No comments:
Post a Comment